Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა


ალექსანდრ ანქვაბი

ალექსანდრ ანქვაბი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 54,86 პროცენტით ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა. რაულ ხაჯიმბამ მიიღო ხმების 19,83 პროცენტი, სერგეი შამბამ კი - 21,04 პროცენტი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ბატალ ტაბაღუამ, განაცხადა, რომ დღის ბოლომდე მიიღებენ საბოლოო მონაცემებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევენებში მონაწილეობა მიიღო 106 745 ამომრჩეველმა.

როგორც ცნობილი გახდა, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ერთი თვის ვადაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG