Accessibility links

აფახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა. პარასკევს გამართულ კენჭისყრაში მან ხმების 55 პროცენტი მოიპოვა. საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს არაკანონიერად ცნობს. დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „ალიანსი კვლავაც სრულ მხარდაჭერას გამოუხატავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.“ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც მაისში გარდაიცვალა პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში. ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მას მერე, რაც 2008 წელს მოსკოვმა მისი დამოუკიდებლობა ცნო.
XS
SM
MD
LG