Accessibility links

logo-print

ლიბიელმა მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტუნისის საზღვარზე


ლიბიელმა მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს რას ჯდირის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტუნისის საზღვარზე. ისინი ცდილობენ, გადაკეტონ გზები, რომლებიც შეიძლება ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენოს ჩამოგდებულმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ. ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფის მომხრეებმა მიატოვეს რას ჯდირი მას მერე, რაც ასზე მეტი მეამბოხე ჩავიდა იქ მის დასაკავებლად. ამასობაში გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამოვიდა მოწოდებით, რომ ლიბია კვლავ დაუბრუნდეს წესრიგს. მისი თქმით, ქვეყანა სავსეა მსუბუქი იარაღით და ბრძოლები გრძელდება მის მრავალ ნაწილში.
XS
SM
MD
LG