Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს


ნიგერიის ხელსუფლებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის დედაქალაქ აბუჯაში მას მერე, რაც გუშინ გაეროს წარმომადგენლობის შენობაზე თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა შეიარაღებული პატრული, დადგმულია ბლოკსაგუშაგოები ავტომობილებისა და საეჭვო პირების შესამოწმებლად. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ტერაქტი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი განაცხადა, რომ თავდასხმა არ იმოქმედებს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობაზე ნიგერიაში. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“, რომელიც ნიგერიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.
XS
SM
MD
LG