Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში უშიშროების ძალებთან შეტაკებებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების კიდევ ორი მონაწილე დაიღუპა


სირიაში უშიშროების ძალებთან შეტაკებებში ანტისამთავრობო დემონსტრაციების კიდევ ორი მონაწილე დაიღუპა, 15 ადამიანი დაიჭრა. სირიელ ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, ეს მოხდა დედაქალაქ დამასკსა და ქალაქ კაფარ-ნაბელში. დამასკში დაჭრილთა შორის არის მეჩეთის იმამი. გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე პოზიციები გაიყო. რუსეთი და ჩინეთი არ უჭერენ მხარს დასავლეთის ქვეყნების წინადადებას პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე.
XS
SM
MD
LG