Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელ მეამბოხეთა ლიდერი ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს


ლიბიელ მეამბოხეთა ლიერი მუსტაფა აბდელ ჯალილი დღეს სასწრაფო ჰუმანტარული დახმარების მოწოდებით გამოვიდა. ამასობაში ლიბიელმა მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს რას ჯდირის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტუნისის საზღვარზე. ისინი ცდილობენ, გადაკეტონ გზები, რომლებიც შეიძლება ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენოს ჩამოგდებულმა ლიდერმა, მუამარ კადაფიმ. ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფის მომხრეებმა მიატოვეს რას ჯდირი მას მერე, რაც ასზე მეტი მეამბოხე ჩავიდა იქ მის დასაკავებლად. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გამოვიდა მოწოდებით, რომ ლიბია კვლავ დაუბრუნდეს წესრიგს. მისი თქმით, ქვეყანა სავსეა მსუბუქი იარაღით და ბრძოლები გრძელდება მის მრავალ ნაწილში.
XS
SM
MD
LG