Accessibility links

logo-print

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დამანგრეველი გრიგალი დაატყდა


შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის შტატს დაატყდა გრიგალი „აირინი“. მოელიან, რომ კვირას ის ქალაქ ნიუ-იორკს მიაღწევს. სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა გრიგალის გამო, რომელიც სანაპიროს მძლავრი ქარიშხლებით, კოკისპირული წვიმებითა და წყალდიდობით დაატყდა. დიდი ტერიტორიები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განკარგულება გასცა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ორი მილიონი მოსახლის მატერიკის სიღრმეში ევაკუაციის შესახებ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და მოუწოდა მათ, სრული სერიოზულობით მოეკიდონ ევაკუაციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებებს. მარტო ნიუ-იორკში სამასი ათას ადამიანს ურჩიეს ევაკუაცია. შეერთებული შტატების ამ უდიდეს ქალაქში დღეს იხურება სატრანზიტო ავტომაგისტრალები და აეროპორტები. ამერიკის ავიაკომპანიებმა გადადეს ექვსი ათასზე მეტი ავიარეისი.
XS
SM
MD
LG