Accessibility links

logo-print

აშშ: ალ ყაიდას კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიაყენა ატია აბდ ალ-რაჰმანის მოკვლამ


შეერთებული შტატების ხელისუფლების თანახმად, ალ ყაიდას კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიაყენა პაკისტანში ისლამური ტერორისტული დაჯგუფების სავარაუდოდ მეორე პირის მოკვლით. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ატია აბდ ალ-რაჰმანი, რომელიც ალ-ყაიდის ტერორისტული აქტების ორგანიზებაში იყო ჩართული, 22 აგვისტოს მოკლეს ჩრდილო-დასავლეთ ვაზირისტანის რეგიონში. ზოგიერთი ცნობით, ლიბიური წარმომავლობის რაჰმანი შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიშის შედეგად იქნა მოკლული. იტყობინებიან, რომ ალ-რაჰმანი ალ-ყაიდის რიგით მეორე პირად იქცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციაში მოკლულ იქნა ორგანიზაციის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი.
XS
SM
MD
LG