Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მაჯიდ ჯამალი ფაშის


ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მაჯიდ ჯამალი ფაშის, რომელსაც ბირთვული ფიზიკის ირანელი სპეციალისტის, მასუდ ალი მოჰამადის მკვლელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინება ირანის პროკურატურაზე დაყრდნობით. სასამართლო ერთ კვირაზე უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა. მეცნიერი გასული წლის იანვარში იქნა მოკლული მისივე სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად. გამოძიების თანახმად, მაჯიდ ჯამალი ფაში ისრაელის სპეცსამსახურის, „მოსადის“ მითითებით მოქმედებდა, რისთვისაც დიდი გასამრჯელო მიიღო. დაცვას 20 დღე აქვს განაჩენის გასაჩივრებისთვის.
XS
SM
MD
LG