Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგალი "აირინი" ჯერაც სახიფათოა


გრიგალი „აირინი“, რომელმაც დღეს ნიუ იორკს მიაღწია, საგრძნობლად შესუსტდა, მაგრამ კვლავაც უკიდურესად სახიფათოა, - აცხადებენ მეტეოროლოგები. ნიუ იორკის მიღწევამდე გრიგალის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 104 კილომეტრამდე შემცირდა. ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში სტიქიურ უბედურებას სულ ცოტა 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებულია ორ მილიონამდე სახლი, მოვიდა 30 სანტიმეტრამდე ნალექი. ნიუ იორკში არ მუშაობს სამოქალაქო ტრანსპორტი, გადაიდო 9 ათასზე მეტი ავიარეისი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები. ქალაქის მერის, მაიკლ ბლუმბერგის თქმით, ევაკუაციის დრო ამოიწურა და მან ყველას, ვისაც არ დაუტოვებია სახიფათო რაიონები, სახლებში დარჩენა ურჩია. აქამდე გრიგალს არასოდეს შეუქმნია საფრთხე შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ამდენი მოსახლისთვის. მათი რიცხვი 65 მილიონს აღწევს.
XS
SM
MD
LG