Accessibility links

დამასკში შეტაკება მოხდა უშიშროების ძალებსა და სამხედროთა ჯგუფს შორის


სირიის დედაქალაქ დამასკის გარეუბანში ღამით შეტაკება მოხდა უშიშროების ძალებსა და სამხედროთა ჯგუფს შორის, რომელიც დემონსტრანეტების მხარეს გადავიდა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ადგილობრივ მოსახლეებზე დაყრდნობით. მათი სიტყვებით, სამხედროთა ჯგუფმა უარი თქვა ესროლა დემონსტრანტებისთვის და ხეების უკნიდან დაუწყო სროლა სამთავრობო ჯარებს. სირიის არმია უარყოფს გახშირებულ ცნობებს დემონსტრანტების მხარეს სამხედროთა გადასვლის შესახებ. დღესვე არაბულმა ლიგამ სირიის ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობაზე. გენერალური მდივანი ნაბილ ალ-არაბი დამასკში ჩავა საშუამავლო მისიით. გაეროს ცნობით, მასობრივი გამოსვლების ჩახშობის შედეგად სირიაში მარტიდან მოყოლებული ოროი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG