Accessibility links

logo-print

პაკისტანმა პროტესტი განუცხადა ავღანეთის მთავრობას


პაკისტანმა პროტესტი განუცხადა ავღანეთის მთავრობას მას მერე, რაც მეამბოხეებმა ავღანეთის ტერიტორიიდან იერიში განახორციელეს პაკისტანში და პაკისტანის უშიშროების ძალების სულ ცოტა 25 წევრი მოკლეს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავღანეთის წარმომადგენელი გამოიძახა ოფიციალური საპროტესტო ნოტის გადასაცემად. შაბათს იერიშები განხორციელდა პაკისტანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჩიტრალის რეგიონში. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ამ შეტაკებებში მისმა ჯარებმა 12 მეამბოხე მოკლეს.
XS
SM
MD
LG