Accessibility links

logo-print

ტრიპოლიში მეამბოხეების შესვლის შემდეგ გათავისუფლებულია სულ ცოტა 10 ათასი პატიმარი


ტრიპოლიში მეამბოხეების შესვლის შემდეგ გათავისუფლებულია სულ ცოტა 10 ათასი პატიმარი - მუამარ კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეები. ამის შესახებ იტყობინება მეამბოხეთა წარმომადგენელი აჰმედ ომარ ბანი. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია იმ დაახლოებით 50 ათასი ადამიანის ბედი, რომლებიც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დააპატიმრეს. ბანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და მის თანამებრძოლებს იმედი აქვს, კადაფი სასამართლოს გადაეცემა ლიბიაში ჩადენილი ბოროტმოქმედებებისთვის. მანამდე მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ ისინი მანამდე არ გამართავენ კადაფისთან მოლაპარაკებებს, სანამ ის კაპიტულაციას არ გამოაცხადებს. მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვიდა კადაფის წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი. მან თქვა, რომ მისი წარმოებისთვის მზად არის კადაფის ერთ-ერთი ვაჟი საადი.
XS
SM
MD
LG