Accessibility links

logo-print

თურქეთში ბადრაგის გზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა


თურქეთის პროვინცია ჰაკარიში ბადრაგის გზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა. თურქეთის სპეცსამსახურების ცნობით, აფეთქება დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა ერაყის საზღვრის მახლობლად. კიდევ ერთი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ჰაკარიში მოკლულია ორი ქურთი მეამბოხე, რომლებიც ბომბის მომზადებას ცდილობდნენ. ტერაქტებს, რომლებიც თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ახორციელებენ უკანასკნელ ხანებში ქურთი ექსტრემისტები, 40-ზე მეტი სამხედრო და უშიშროების სამსახურების თანამშრომელი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG