Accessibility links

logo-print

გრიგალმა "აირინმა" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუარა


შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე გრიგალ „აირინის“ გავლის შემდეგ ხუთი მილიონი სახლი რჩება ელექტრომომარაგების გარეშე. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში, რომლებმაც გადაიტანეს მთავარი დარტყმა. მერილენდის შტატში დაზიანდა ბირთვული რეაქტორი, მაგრამ რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არის. ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქისთვის, სადაც 350 ათას ადამიანს გაუკეთეს ევაკუაცია, ყველაზე უარესმა უკვე ჩაიარა. მაგრამ კვლავაც არ მუშაობენ აეროპორტები, დატბორილია რიგი სანაპირო ქუჩა. „აირინი“ რომელიც ტროპიკული ქარიშხლის დონემდე დასუსტდა, კანადისკენ მიემართება.
XS
SM
MD
LG