Accessibility links

რობერტ სტურუა ვიდეოპრესკონფერენციას გამართავს


რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა დღეს ვიდეოპრესკონფერენციას გამართავს. ეს იქნება რეჟისორის პირველი საჯარო შეხვედრა მედიასთან მას შემდეგ, რაც იგი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს. ვიდეოპრესკონფერენციაზე "მოსკოვი-თბილისი", რომელიც "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება რეჟისორი რუსი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
XS
SM
MD
LG