Accessibility links

logo-print

იაპონიაში მმართველი პარტიის ხელმძღვანელს ირჩევენ


დღეს იაპონიაში არჩევნები გაიმართება. მმართველი დემოკრატიული პარტია ახალ ხელმძღვანელს აირჩევს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოსტიდან წასულ პრემიერ-მინისტრს ნაოტო კანს შეცვლის. არჩევნებში ხუთი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ლიდერად ეკონომიკის მინისტრი ბანრი კაიედუ მოიაზრება. მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი სეიძი მაეხარი სახელდება. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება.
XS
SM
MD
LG