Accessibility links

logo-print

ბაჰრეინის მეფემ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიწყალა


ბაჰრეინის მეფემ ხამად ალ ხალიფამ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიწყალა. საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის დასაწყისში გაიმართა. აქციის მონაწილეები მონარქის შეურაცხყოფისათვის დააკავეს. მან ასევე განაცხადა,რომ აქტივისტების საქმეებს, რომლებსაც გაცილებით მძიმე დანაშაული ედება ბრალად სამხედრო სასამართლოს ნაცვლად სამოქალაქო სასამართლო განიხილავს. ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც მანიფესტაციებში მონაწილეობისათვის ინსტიტუტებიდან გარიცხეს, შესაძლოა კვლავ აღადგინონ სასწავლებლებში. ბაჰრეინში მიმდინარე აქციები, სადაც ძირითადად შიიტები მონაწილეობდნენ და რომლებიც არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებით იყო ინსპირირებული მარტის შუა რიცხვებში მას შემდეგ ჩაახშეს, რაც ქვეყანაში მეზობელი ქვეყნების სამხედრო შენაერთები შევიდნენ. შეტაკებების დროს 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG