Accessibility links

logo-print

ლიბიელი ამბოხებულები სირტას უახლოვდებიან


ლიბიელი ამბოხებულები მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის სირტას მიმართულებით განაგრძობენ სვლას. ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, მისი რაზმები სირტას აღმოსავლეთით ას კილომეტრში იმყოფებიან. დანარჩენი შენაერთები კი ქალაქს დასავლეთიდან უახლოვდებიან. როგორც დასავლური სააგენტოები იტყობინებიან, კადაფის ქალაქს კვლავაც აქტიურად იცავს ადგილობრივი მოსახლეობა. ქალაქში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ნატოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები კი იტყობინებიან, რომ უკვე მესამე დღეა სირტაზე საჰაერო შეტევას ახორციელებენ. კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამბოხებულებმა კადაფისაგან არ მიიღეს მოლაპარაკებების შეთავაზება.
XS
SM
MD
LG