Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ფინანსთა მინისტრი ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება


იაპონიის მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ თავმჯდომარედ აირჩია ფინანსთა მინიტრი იოშიჰიკო ნოდა, რაც გზას უხსნის მის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ნოდას კონკურენციას უწევდა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი ბანრი კაიედა, რომელიც არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი სამშაბათის კენჭისყრაზე დაამტკიცებს იოშიჰიკო ნოდას მთავრობის ხელმძღვანელად - რიგით მეექვსე პრემიერ-მინისტრად ბოლო ხუთი წლის მანძილზე, გასულ კვირაში პერმიერ-მინისტრ ნაოტო კანის გადადგომის შემდეგ. 54 წლის ნოდა ფისკალურ პოლიტიკაში კონსერვატიული კურსის მომხრედ არის მიჩნეული. მას რთული ამოცანები მოელის იაპონიის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად და 11 მარტის მიწისძვრის, ცუნამისა და ბირთვული ავარიის შემდგომი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG