Accessibility links

logo-print

სირიის ჯარებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ რასტანს


სირიელი აქტივისტების განცხადებით, უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს ცენტრალურ სირიაში მდებარე ქალაქ რასტანს, რომელშიც ხშირია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები. აქტივისტები ამბობენ, რომ ისმის ინტენსიური სროლა და ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქიდან გარბის, ქალაქში უშიშროების ძალების შეჭრის შიშით. მარტში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სირიაში, სავარაუდოდ, 2200-ზე მეტი ადამიანია მოკლული. შეერთებული შტატებისა და ევროპის ლიდერები ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებენ, გადადგეს.
XS
SM
MD
LG