Accessibility links

logo-print

ყაზახეთში აღნიშნავენ ბირთვული პოლიგონის დახურვის მე-20 წლისთავს


ყაზახეთში აღნიშნავენ სემიპალატინსკის ბირთვული პოლიგონის დახურვის მე-20 წლისთავს. საბჭოთა პერიოდში ამ ობიექტზე განხორციელდა 450-ზე მეტი აფეთქება. ათასობით ადამიანი დღემდეა დაავადებული ბირთვული გამოცდების შედეგად. მაღალია კიბოთი დაავადების სტატისტიკური მაჩვენებლი და ხშირია ფიზიკური დეფორმაცია სემიპალატისნკში აფეთქებების მოწყობის პერიოდში დაბადებულებს შორის. 29 აგვისტო მიჩნეულია მნიშვნელოვან თარიღად არა მარტო იმის გამო, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 20 წლის წინ, ამ დღეს გასცა განკარგულება ობიექტის დახურვის შესახებ: ამავე დღეს, 1949 წლის 29 აგვისტოს ჩატარდა პირველი ბირთვული გამოცდა ყაზახეთში მდებარე ობიექტზე.
XS
SM
MD
LG