Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე


მოსკოვში, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დააკავეს საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე. საქმე ეხება პირველ აქციას კამპანიაში სახელწოდებით „ფიქტიური არჩევნები - კანონგარეშე“. მისი ორგანიზატორები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციაში გატარებაზე. აქციის ლოზუნგებს შორის არის „თქვენი არჩევნები - ფარსია!“ და „არჩევნები ოპოზიციის გარეშე - დანაშაულია!“. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას არჩევნების წელს, 4 დეკემბერს ჩატარების შესახებ.
XS
SM
MD
LG