Accessibility links

logo-print

თურქეთი აცხადებს, რომ ერაყში დახოცეს 160-მდე ქურთი მეამბოხე


თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მიმდინარე თვეში 160-მდე ქურთი მეამბოხე დახოცეს ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, დაჭრილია ქურთისტანის გათავისუფლების არმიის 100-ზე მეტი წევრი. ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. იერიშები, რომლებიც ერაყში მოქმედი ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ არის მიმართული, პირველად განხორციელდა წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ და მოჰყვა ქურთი მეამბოხეების მიერ გასულ თვეში, თურქეთში მოწყობილ თავდასხმებს. ამ თავდასხმების შედეგად 40-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG