Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: აფხაზეთის არჩევნები არალეგიტიმურია


აშშ-მა არალეგიტიმური უწოდა აფხაზეთის და-ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, „აშშ არ სცნობს საქართველოს აფხაზეთს რეგიონში 26 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასო“. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში - რომელსაც საქართველო არაკანონიერად სცნობს - ხმათა 55 პროცენტით ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა. არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობენ ნატო და ევროკავშირი. რუსეთი - რომელსაც აფხაზეთს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს - მიესალმა არჩევნების „წარმატებით ჩატარებას“.
XS
SM
MD
LG