Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგებს


აშშ არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 26 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგებს - ამის თაობაზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნულანდმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა, მათ შორის სამხედრო ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული მისიების თავისუფლად დაშვების ვალდებულება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოაცხადეს ნატომ და ევროკავშირმაც.
XS
SM
MD
LG