Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მოხრეებს მეამბოხეებმა ულტიმატუმი წაუყენეს


ლიბიელმა მეამბოხეებმა მუამარ კადაფის მომხრე ჯარებს წაუყენეc ულტიმატუმი, იარაღი დაყარონ სამ სექტემბრამდე, თორემ მათ მიართ სამხედრო ძალს გამოიყენებენ. ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერმა, მუსტაფა აბდულ ჯალილმა ჟურნალისტებს მეამბოხეთა ხელში მყოფ ქალაქ ბენღაზიში უთხრა, რომ მოლაპარაკებები ოფიციალურ პირებთან დანებების შესახებ მიმდინარეობს კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთში და სხვა ქალაქებში. ეს ცნობა გავრცელდა მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ კადაფის ცოლი და სამი შვილი ალჟირში გაიქცა. ალჟირმა გამოაცხადა, რომ მან კადაფის ოჯახს ქვეყანაში შესვლის ნება დართო „ჰუმანიტარული მოსაზრებით.“ საბჭოს წარმომადგენელმა, მაჰმუდ შამამმა ქმედებას „აგრესიის აქტი“ უწოდა. „ფრანცპრესს“ მოჰყავს ალჟირის მთავრობის ანონიმური წევრის ნათქვამი, რომ ერთ-ერთმა შვილმა, აიშამ დღეს გოგონა გააჩინა.
XS
SM
MD
LG