Accessibility links

ჩინელი მილიონერი ისლანდიის ნაწილის შესყიდვას აპირებს


„ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, ჩინელი მილიონერი ცდილობს შეისყიდოს ისლანდიის დიდი ნაწილი, რათა იქ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ტურისტული პროექტი განახორციელოს. კრიტიკულად განწყობილი მიმომხილველები შიშობენ, რომ ამით ჩინეთი ფეხს მოიკიდებს ჩრდილოეთ ატლანტიკაში. გაზეთის თანახმად, ჰუან ნუბომ, ჩინელმა ინვესტორმა და მთავრობის ყოფილმა მოხელემ, უკვე გააფორმა შეთანხმება მიწის კერძო მფლობელებისგან 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის მიწის შესყიდვის შესახებ. ახლა შეთანხმება უნდა დაამტკიცოს ისლანდიის მთავრობამ, რომელსაც ასევე ეკუთვნის იქ მიწის ნაწილი.
XS
SM
MD
LG