Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო კოსოვოზე იმსჯელებს


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს შეხვედრას გამართავს ნიუ იორკში, სადაც გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ყოველკვარტალურ ანგარიშს მოისმენს კოსოვოსში ვითარებს გარშემო. სხდომა მოჰყვა ივლისის ძალადობას კოსოვოს ჩრდილოეთში, სადაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბი ეროვნების სასაზღვრო დაცვა ალბანელი ოფიცრებით შეცვალა. სერბულმა მოსახლეობამ ამაზე რეაგირება მძაფრი გააკეთა და ერთი ალბანელი ოფიცერი მოკლულ იქნა. რუსეთმა, სერბიის მოკავშირემ, უშიშროების საბჭოს მოუმზადა პროექტი, რომელშიც დაგმობილია კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის აგმოყენება და სადაც მოწოდებაა გამოთქმული კოსოვოსში საერთაშორისო უწყებების მიმართ, კვლავ დარჩნენ მიუმხრობელი. სერბია, თავისი ოლქის, კოსოვოს მიერ 2008 წელს ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
XS
SM
MD
LG