Accessibility links

logo-print

აშშ-მა მორიგი სანქციები დაუწესა სირიას


სირიაში სამშაბათსაც გაიმართა საპროტესტო აქციები - მუსლიმებისათვის წმინდა თვე რამადანის დასასრულს, სამდღიანი დღესასწაულის, ეიდ ალ-ფიტრის პირველ დღეს. სირიელი აქტივისტების ცნობით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გახსნეს რამდენიმე ქალაქში და მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი. ამასობაში, შეერთებული შტატებიდან გავრცელდა ცნობა, რომ ამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები შემოიღო სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა და მაღალი რანგის კიდევ ორი ოფიციალური პირის წინააღმდეგ. სანქციები ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვაას და ბიზნესის წარმოების აკრძალვას. როგორც ვარაუდობენ, 2200-მდე ადამიანია მოკლული სირიაში მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG