Accessibility links

logo-print

ლიბიელი მეამბოხეები ულტიმატუმს უყენებენ კადაფის მომხრეებს


ლიბიელმა მეამბოხეებმა მუამარ კადაფის მომხრეებს წაუყენეს ულტიმატუმი, რომ შაბათამდე (3 სექტემბრამდე) დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან. ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერმა, მუსტაფა აბდულ ჯალილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ოფიციალურ პირებთან კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთსა და სხვა ქალაქებში, იარაღის დაყრაზე კადაფის მომხრეების დასაყოლიებლად. ეს განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ მუამარ კადაფის მეუღლე და სამი შვილი გაიქცნენ მეზობელ ალჟირში. უცნობი რჩება თვით კადაფის ადგილსამყოფელი.
XS
SM
MD
LG