Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მიუთითებს კოსოვოში დაძაბულობის საფრთხეზე


კოსოვოს საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ფარიდ ზარიფის შეფასებით, კოსოვოში შეინიშნება დაძაბულობის გამწვავების საფრთხე. ზარიფმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას. მისი განცხადებით, ივლისის მიწურულს კოსოვოში ეთნიკურ ალბანელებსა და სერბებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ ვითარება დაძაბული რჩება და შეუძლებელია მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. კოსოვოში ევროკავშირის მისიამ, EULEX-მა ამ ცოტა ხნის წინ დანიშნა ამერიკელი პროკურორი ჯონ უილიამსონი კოსოვოში მომხდარი ინციდენტების გამომძიებლად. ამ გადაწყვეტილებას დღეს მიესალმა სერბიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვუკ იერემიჩი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდა. თუმცა, იერემიჩის თქმით, EULEX-ი არ არის აღჭურვილი სათანადო მანდატით კოსოვოსთან დაკავშირებულ ამოცანასთან გასამკლავებლად, კერძოდ, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბრალდების გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG