Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მოწყობილმა აფეთქებებმა ცხრა ადამიანი შეიწირა


რუსეთის პოლიცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ წუხელ გროზნოში სამმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქებები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი შეეწირა. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის განცხადებით, დაღუპულების რიცხვმა ცხრას მიაღწია. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 22 ადამიანი. აფეთქებები, რომლებიც სამშაბათს ღამით მოეწყო პარლამენტის შენობასთან, გროზნოში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ინციდენტია. დაღუპულების უმრავლესობა პოლიციელები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა უკვე დაადანაშაულა ისლამისტი ექსტრემისტები, რომლებსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს.„დოკუ უმაროვის ჯგუფი დგას ამ თავდასხმის უკან. ახლა ჩვენი ამოცანა მათი მოძებნაა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ არ არიან ადამიანები, არ არიან მუსლიმები, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე“, განაცხადა კადიროვმა.
XS
SM
MD
LG