Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰამაში სამხედროების რეიდი განხორციელდა


წუხელ სირიის ქალაქ ჰამას ორ რაიონში სამხედროებმა კვლავ განახორციელეს რეიდი. ადგილობრივი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ისმოდა სროლის ხმაც. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ჩრდილოეთით მიემართებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღით დატვირთული ავტომობილები და სამხედროებით სავსე ავტობუსები. რამდენიმე ხნით ადრე სირიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ ათდღიანი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ჰამაში ანტისამთავრობო მანიფესტაციის ჩახშობას ემსახურებოდა, გამოიყვანეს სამხედრო შენაერთები. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამან სირიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და კიდევ ორი მაღალჩინოსნის საბანკო ანგარიშები გაყინა. „ამნესტი ინტერნეშნალის“ განცხადებით, უკანასკნელ თვეებში უკიდურესად გახშირდა დაპატიმრებები და სირიის ციხეებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები.
XS
SM
MD
LG