Accessibility links

კომოროვსკი: ”ტიმოშენკოს საქმემ შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის დაახლოებას ევროკავშირთან”


პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, სასამართლო პროცესმა, რომელიც კიევში ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის დაახლოებას ევროკავშირთან. მან აღნიშნულის შესახებ 30 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოლონეთი ექვსი თვის ვადით არის ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG