Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ზეიმობენ რელიგიურ დღესასწაულს, კადაფის დამხობასთან ერთად


ტრიპოლის ცენტრში ათასობით ლიბიელი შეიკრიბა მუსლიმებისათვის წმინდა თვე რამადანის დასრულების აღმნიშვნელი დღესასწაულის, ეიდ ალ-ფიტრის საზეიმოდ. გავრცელებული ცნობებით, ზეიმობენ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობასაც. ტრიპოლიში შეკრებილების განწყობას ასახავს ერთ-ერთი მათგანის, ჰოსამ ჰურეიშის სიტყვები: „მინდა მივულოცო ლიბიელ ხალხს. ტირანი დაემხო, რეჟიმი დაემხო და, ღვთის ნებით, ბედნიერი დღესასწაული იქნება“. ლიბიელი მეამბოხეების განცხადებით, ისინი აკონტროლებენ ქვეყნის უდიდეს ნაწილს და კადაფის მომხრეებისთვის, რომლებიც კადაფის მშობლიურ ქალაქ სურთში იმყოფებიან, წაყენებული აქვთ ულტიმატუმი, რომ შაბათამდე დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან. ულტიმატუმი უარყო კადაფის პრესმდივანმა მუსა იბრაჰიმმა. თვით მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია.
XS
SM
MD
LG