Accessibility links

ნიგერიაში დააკავეს აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირები


ნიგერიის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაკავებულია ორი პირი, ეჭვმიტანილი გასულ კვირაში გაეროს ოფისის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების ორგანიზებაში. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, ორივე ეჭვმიტანილი არის რადიკალურ ისლამურ ჯგუფ „ბოკო ჰარამის“ წევრი. ამ ორგანიზაციამ იკისრა პასუხისმგებლობა ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში 26 აგვისტოს, დანაღმული ავტომანქანით მოწყობილ აფეთქებაზე, რომელმაც 23 ადამიანი შეიწირა. უშიშროების სამსახური აცხადებს ასევე, რომ ეძებენ მესამე პირს, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს „ალ-ყაიდასთან“ და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სომალიდან.
XS
SM
MD
LG