Accessibility links

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან


გაფიცვისთვის ემზადებიან ქუთაისში მდებარე ქართულ-ინდური კომპანიის კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები. 2 სექტემბერს დაგეგმილი ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, აქცია ქარხნიდან უკანონოდ დათხოვნილი ექვსი ადამიანის სამსახურში დაბრუნების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით გაიმართება, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულია საქართველოს 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე, რომლებსაც უმძიმესი სამუშაო პირობები აქვთ.
XS
SM
MD
LG