Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წევრები სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პარლამენტში გამოცხადებას მოითხოვენ


საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის პარლამენტში გამოცხადებას მოითხოვენ. დეპუტატები გიორგი ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე მათ განცხადებაზე პასუხის მისაღებად დღეს ბიუროში იმყოფებოდნენ, თუმცა, ცაგარეიშვილის თქმით, პასუხი კვლავ არ გასცეს. პარლამენტის წევრებს ხიზანიშვილისგან აინტერესებდათ, რატომ აჭიანურებს ექსპერტიზის ბიურო ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული პატიმრის, სოსო წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის გაცემას. პატიმრის ოჯახმა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისთვის ივნისის ბოლოს მიმართა და როგორც თავად აცხადებს, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, დასკვნის გაცემა ჭიანურდება. ექსპერტის შეფასება სოსო წიკლაურის ოჯახს პატიმრისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობისთვის სჭირდება
XS
SM
MD
LG