Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელებმა წარმატებით დაიწყეს ევროპის ჩემპიონატი


ლიტვაში დაწყებულ ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატზე წარმატებით აიღო სტარტი საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც თავის პირველ მატჩში, ქალაქ კლაიპედაში, დამაჯერებლად დაამარცხა ბელგიის ეროვნული გუნდი - 81:59. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო ზაზა ფაჩულია - 16 ქულა. თორნიკე შენგელიასა და ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზეა 13-13, ხოლო - ვლადიმერ ბოისასი - 10 ქულა. ხვალ საქართველოს კალათბურთელები რუსეთის ნაკრებს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG