Accessibility links

logo-print

ევროკავშირის პოლიციამ დაიწყო ოპერაცია ჩრდილოეთ კოსოვოში


კოსოვოში ევროკავშირის საგანგებო პოლიციამ დაიწყო ოპერაცია ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც, ძირითადად, ეთნიკური სერბები ცხოვრობენ. ბოლოდროინდელი დაპირისპირების შედეგად ამ რეგიონში კოსოვოელი პოლიციელი დაიღუპა. ევროკავშირის მისიის წარმომადგენელ ნიკოლას ჰაუტონის განცხადებით, ოპერაცია ტარდება ივლისში კოსოვოელი პოლიციელის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაძაბულობით მოცულ რეგიონში, რომელსაც სერბული უმცირესობა აკონტროლებს, განთავსდნენ ნატოს სამშვიდობო ძალები ევროკავშირის პოლიციის მხარდასაჭერად. სერბები არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
XS
SM
MD
LG