Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ. განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული,
მწუხარებას გამოთქვამენ „ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო“ და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს. რეზო ბერიძე ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა და გარდაიცვალა პატრულირებისას თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადასვენებულია საქართველოში.
XS
SM
MD
LG