Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბოქაულები შევიდნენ BP-ის მოსკოვის ოფისში


დღეს ბოქაულები შევიდნენ მოსკოვში ნავთობკომპანია „ბრიტიშ პატროლიუმის“ (BP) ოფისში, „როსნეფტთან“ ამ კომპანიის ჩაშლილი შეთანხმების ამსახველი დოკუმენტების მოსაძებნად. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „როსნეფტი“ და კომპანია „ექსონმობილი“ შეთანხმდნენ არქტიკის საბადოების ერთად ათვისებაზე. ექსპერტების განმარტებით, მათი შეთანხმება ჩაენაცვლება „ბრიტიშ პეტროლიუმთან“ „როსნეფტის“ კონტრაქტს, რომელსაც ძალა აქვს დაკარგული. ბოქაულების განცხადებით, მათი რეიდი ჩატარდა ქალაქ ტიუმენის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს სასამართლო განიხილავს „როსნეფტთან“ BP-ის კონტრაქტის გაუქმების საკითხს.
XS
SM
MD
LG