Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს


უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში, ოლექსი პუკაჩი აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთებს შორის იყო ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა. ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ პუკაჩმა განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს 2000 წელს ღონღაძის მკველობასთან დაკავშირებით. ღონღაძის ყოფილი კოლეგა, ოლექსი პოდოლსკი, რომელიც სამშაბათს ესწრებოდა სასამართლოს სხდომას დახურულ კარს მიღმა, ამბობს, რომ პუკაჩმა მკვლელობის დამკვეთებად დაასახელა ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური კრავჩენკო. კუჩმას - უკრაინის პრეზიდენტს 1994-2005 წლებში - წელს წაუყენეს უფლებამოსილებას გადამეტების ბრალდება ქმედებისას, რომელსაც ღონღაძის მკვლელობა მოჰყვა. კრავჩენკო კი 2005 წლის მარტში გარდაცვლილი იპოვეს თავის აგარაკზე კიევის მახლობლად. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. სასამართლო პროცესზე ღონღაძის ქვრივის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ვალენტინა ტელიჩენკომ სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, რომ პუკაჩის განცხადებით, მან მოკლა ღონღაძე „უკრაინის გადასარჩენად“.
XS
SM
MD
LG