Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი პეტრეუსი არმიიდან მიდის


ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსმა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს სარდლობდა, ოფიციალურად დატოვა სამხედრო სამსახური. საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც მის წასვლას მიეძღვნა, პეტრეუსმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯების მოსალოდნელმა შემცირებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. „მაშინ, როცა ჩვენ სახელმწიფოს უწევს მძიმე საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიღება, ვიცი, რომ ჩვენი ლიდერები გაითვალისწინებენ, რომ ჩვენი ხალხი, სამხედრო ფორმიანი კაცები და ქალები, ჩვენი ჯარისკაცები არიან და რომ მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი უმაღლესი მიზანი უნდა იყოს.„ სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, გენერალი პეტრეუსი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტს დაიკავებს.
XS
SM
MD
LG