Accessibility links

logo-print

ჩინელი ეკოლოგები Apple-ს ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებენ


ჩინური საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარხნები, რომლებსაც კომპანია ”ეფლი” თავისი ტექნიკის შემადგენელ კომპონენტებს უკვეთავს, ხშირად არღვევენ კანონებს და გარემოში მძიმე მეტალებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს აფრქვევენ. Apple-ის წარმომადგენელმა სააგენტო ”ფრანს-პრესს” განუცხადა, რომ კომპანია აუცილებლად შეისწავლის ჩინეთის ეკოლოგების ბრალდებებს. შარშან ”ეფლმა” მსოფლისო 97 ქარხანაში შეამოწმა ეკოლოგიური სტანდარტების დაცვის ხარისხი.
XS
SM
MD
LG