Accessibility links

logo-print

სირიის პროვინციის პროკურორი ოპოზიციის მხარეს გადავიდა


სირიის პროვინცია ჰამას პროკურორი ადნან მუჰამედ ალ-ბაკური გადადგა თანამდებობიდან და ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ამის შესახებ ჩინოვნიკმა ”იუტუბზე” განთავსებული ვიდეოს მეშვეობით განაცხადა. მანამდე სირიის ოფიციალური მედიის მეშვეობით გავცრელდა ინფორმაცია, რომ პროკურორი გაიტაცეს. ალ-ბაკური ვიდეოში ამ ინფორმაციას უარჰყოფს და ამბობს, რომ გადადგა ოპოზიციის აქციების სისხლიანი ჩახშობის გასაპროტესტებლად.
XS
SM
MD
LG