Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აღიარა ლიბიის გარდამავალი საბჭო


რუსეთმა აღიარა ლიბიის გარდამავალი საბჭო, როგორც ამ ქვეყნის მმართველი უწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში წერია, რომ რუსეთი „აღიარებს გარდამავალ საბჭოს, როგორც ამჟამინდელ ხელისუფლებას და ცნობად იღებს რეფორმების მის მიერ გამოცხადებულ პროგრამას, რომელიც ახალი კონსტიტუციის შექმნის, საყოველთაო არჩვევნების მოწყობის და ახალი მთავრობის შექმნისკენ მოწოდებას შეიცავს. მოსკოვმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე პარიზში მსოფლიოს 60 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებოდნენ ლიბიის მომავლის განსახილველად. ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელებენ ლიბიის საბანკო ანგარიშებზე გაყინული მილიარდობით დოლარზე აკრძალვის მოხსნის გარშემოც.
XS
SM
MD
LG