Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტი რელიგიური ჯგუფების უფრო მკაცრ კონტროლს გეგმავს


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა დღეს, რომ მისი ქვეყანა გაამკაცრებს რელიგიური ჯგუფების მოქმედებაზე კონტროლს. უშიშროების ძალები ყახახეთის დასავლეთში დაეძებენ ისლამისტ შეიარაღებულ პირებს მაისის მერე, რაც პირველად ყახაზეთში, თვითმკვლელმა, აკტობეს ადმინისტრაციულ შენობაში თავი აიფეთქა. ამ კვირის დასაწყისში, ორი შეიარაღებული პირი მოკლეს და 18 დააკავეს უშიშროების ოპერაციის მსვლეობისას. ნაზარბაევის თქმით, საჭიროა კანონმდებლობის განახლება, რათა ქვეყანა რელიგიური ექსტრემიზმისგან იქნეს დაცული. ყაზახეთის მთავარმა მუსლიმანმა სასულიერო პირმა, კაირატ ლამა შარიფმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ყველა რელიგიურ ჯგუფს მოთხოვეს თავიდან გატარდნენ რეგისტრაციაში.
XS
SM
MD
LG