Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ომის დაწყებიდან პირველად, აშშ-ის არმიას უდანაკარგო თვე ჰქონდა


აშშ-ის არმიას ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პირველად, აგვიტოში დანაკარგი არ ჰქონია. ამის შესახებ აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა, ანჯელა ფუნარომ განაცხადა. მისი თქმით არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა ბრძოლის დროს, არც ავადმყოფობის, ან უბედური შემთხვისას. ამ მხრივ სარეკორდო თვე წინ უსწრებს ერაყიდან აშშ-ის ჯარის მთლიანად გაყვანას, რაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ბაღდადსა და ვაშინგტონს ჯერ-ჯერობთი არ აქვთ შეთანხმებული 2011 წლის შემდეგ სამხედრო წვრთნის სფეროში თანამშრომლობის ფორმები.
XS
SM
MD
LG